რეზონანსი
21.06.2019

 (რეზონანსი) პლასტიკური ქირურგი, კონსტანტინე სულამანიძე მზადაა, გუშინდელი აქციის დროს დაშავებულ მოქალაქეებს, რომლებსაც პლასტიკური ქირურგის დახმარება ესაჭიროებათ, დახმარება უსასყიდულოდ აღმოუჩინოს.

„გუშინდელი აქციის შემდეგ თუ ვინმეს სჭირდება ჩემი დახმარება, პლასტიკური ნაკერების დროულად დადება ან ნებისმიერი სხვა რამ, რაც მე შემიძლია, ჩემი კლინიკა მზად არის, მიიღოს ასეთი პაციენტები, რა თქმა უნდა, რიგის გარეშე და უსასყიდლოდ!", - წერს ექიმი სოციალურ ქსელში.

წუხელ განვითარებული პროცესების შემდეგ კლინიკებში სულ 240 დაშავებული შეიყვანეს. მათგან 80-მდე პოლიციელია. ამ დროისთვის სტაციონარებში 102 დაშავებული რჩება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×