რეზონანსი
21.06.2019

 (რეზონანსი) 21 ივნისის ღამეს დაშავებულ ბიჭს, ზუგდიდელ მსახიობს, დემეტრე ნაყოფიას, რომელსაც რეზინის ტყვიით თვალი აქვს დაზიანებული, ამ წუთებში "ნიუ ჰოსპიტალში ოპერაცია უკეთდება. თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს.

„ეს ბიჭი ჩემი სტუდენტი და უმცროსი მეგობარია, რომელმაც თავისი პირველი, სერიოზული განაცხადი ქართულ თეატრში ერთი კვირის წინ გააკეთა, მონო სპექტაკლი ითამაშა "კრეპის უკანასკნელი ფირი", ახლა იწყებდა. ზუსტად ვიცი, დაიწყებს კიდეც!.

პ.ს. კალენდრის მიხედვით გუშინ და დღეს ყველაზე მოკლე ღამეა, რომელიც ყველაზე ბნელ ღამედ გადაიქცა. უძინართა მზე მშვიდობისა საქართელო!!!" - წერს ნიკოლოზი თავის პოსტში.

დემეტრეს მეგობრების ინფორმაციით, ნაყოფია გუშინ აქციაზე „სირცხვილია" იმყოფებოდა, როდესაც სამართალდამცავებმა მათი დაშლა რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაიწყეს. ზუგდიდელ ახალგაზრდა მამაკაცს, რეზინის ტყვია თავსა და მარცხენა თვალის არეში მოხვდა.

„წუხელ აქციის დაშლისას, როცა გარბოდნენ, პოლიციის წინ აღმოჩნდა და მაშინ ესროლეს, როგორც ვიცი ჯერ ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს და მთელი ღამის განმავლობაში იქ აკვირდებოდნენ და ახლა მიიღეს გადაწყვეტილება სხვა კლინიკაში გადაყვანის,ექიმები ცდილობენ,რომ თვალი შეუნარჩუნონ,თუმცა როგორც გვითხრეს 4-5 საათი დასჭირდება ოპერაციას,მეც გზაში ვარ,ზუგდიდიდან მოვდივარ,მალე ვიქნები თბილისში",-ამბობს "პრაიმთაიმთან" დემეტრეს მეგობარი ნიკა ლაშხია.

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ზუგდიდისა და გრიბოედოვის თეატრების მსახიობი დიმიტრი ნაყოფია აქციაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. იგი აფხაზეთიდან დევნილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×