რეზონანსი
21.06.2019

„მე მიყვარს საქართველო, ქართველო ხალხი და ქართული კულტურა“, – ამის შესახებ მოსკოვში ჩასვლის შემდეგ „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რუსეთის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა განაცხადა.

„ბაბუაჩემი საქართველოშია დაკრძალული და ამ პროვოკაციის გამო მისი საფლავის მონახულება ვერ მოვახერხე. მე ძველებურად მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ურთიერთობების გამოსწორება“, – ამბობს გავრილოვი.

სააგენტო "ტასისთვის" მიცემულ ინტერვიუში კი გავრილოვმა თბილისში მიმდინარე პროტესტს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში გუშინ დელეგაცია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ესტუმრა. სერგეი გავრილოვმა სხდომის წასაყვანად პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა. ეს მოქმედება პარლამენტში მწვავედ გააპროტესტეს. ამ ფაქტს საყოველთაო პროტესტიც მოჰყვა, რაც პარლამენტთან მრავალათასიან მიტინგში გადაიზარდა. რუსულ დელეგაციას ვიზიტის შეწყვეტა და სამშობლოში დროზე ადრე გაფრენა მოუხდათ.

(მარშალპრესი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×