რეზონანსი
21.06.2019

ამ დილით დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. აქციის მონაწილეებმა ავტომობილი ამოატრიალეს და დაამტვრიეს. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.

მონაწილეებმა თბილისის ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებს ქვები დაუშინა. რამდენიმე პოლიციელმა და მოქალაქემ სხეულის დაზიანებები მიიღეს. პოლიციელებმა აქციის მონაწილეები დააკავეს.  დემონსტრანტებმა მათ რუსთაველის ქუჩის დატოვების შემდეგ კოსტავას ქუჩაზე, შემდეგ კი მელიქიშვილის ქუჩისკენ გადაინაცვლეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, ახალგაზრდებმა რამდენიმე მაღაზიის ვიტრინა და საცხოვრებელი სახლების მინები ჩაამსხვრიეს. ფილარმონიასთან მომხდარი შეტაკების დროს მაუწყებლის ჟურნალისტს სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ, აპარატურა დაუმტვრიეს და დააკავეს. ამის შესახებ სატელევიზიო არხი თავად იტყობინება.

(აიპრესი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×