რეზონანსი
21.06.2019

 ვითარება რუსთაველის გამზირზე წუხელ უკიდურესად დაძაბული იყო. აქციის დარბევისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის ხელთ არსებული სრული ეკიპირება გამოიყენა. რუსთაველის გამზირის დემონსტრანტებისგან გასათავისუფლებად გამოყენებული იყო ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, ჭავლ-მტყორცნი მანქანა.

გარეკანის ფოტოზე ხედავთ, რეზინის სხვა ზომის ტყვიებთან ერთად, რას ესროდნენ სპეცრაზმელები დემონსტრანტებს. მარცხენა ფოტო ვახტანგ ბერიკაშვილს ეკუთვნის. როგორც იგი წერს, ტყვია მხარში ჰქონდა მოხვედრილი. მარჯვენა ფოტოზე ასახულია იდენტური ტყვია, რომელიც დღევანდელი დარბევისას ერთ-ერთ დაშავებულ ადამიანს ამოუღეს სხეულიდან.

ნეტგაზეთი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×