რეზონანსი
21.06.2019

 მთავრობის ადმინისტრაციასა და პარლამენტის მიმართულებით სახანძრო მანქანების მობილიზება მიმდინარეობს. მანამდე კი მთავრობის ადმინისტრაციასთან ყვითელი ავტობუსებით სამართალდამცავები მიიყვანეს. 

თავისუფლების მოედანზე მცირე ინციდენტი მოხდა. მოქალაქეები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ. ისინი სამართალდამცველების მხრიდან ძალის გამოყენებას აპროტესტებდნენ. 

პარლამენტთან კი სპეცდანიშნულების რაზმის წევრები ცრემლსადენი გაზის ყუმბარებს და რეზინის ტყვიებს აქციის მონაწილეების მისამართით კვლავ ისვრიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×