რეზონანსი
20.06.2019

  პარლამენტის შენობასთან პოლიცია მედიის წარმომადგენლებს და აქტივისტებს წყალს ურიგებს.

რამდენიმე წუთის წინ, აქციის მონაწილეები სპეცრაზმს დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირებისას დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცავები.

ვითარება უკიდურესად დაძაბულია პარლამენტის შენობასთან.

შსს მოუწოდებს აქციის მონაწილეებს დაემორჩილონ პოლიციას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აცხადებს, რომ შესაფერის ზომებს მიიღებს.

ამ წუთებში პარლამენტის შენობაში აქციის მონაწილეები შეჭრას ცდილობენ.

პარლამენტთან არის შსს მინისტრი გიორგი გახარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×