რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლას, რომელიც დღეს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან საქართველოს პარლამენტში მართმადიდებლურ ასამბლეას უძღვებოდა, ქართული საზოგადეობის აღშფოთება მოყვა. ასეთ რეაქციას ქსელებში სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა.
"არ იცი სად მიდიხარ? რატომ არის საქართველო შენი სამშობლო, შენმა ხელისუფლებამ აფხაზეთი და ცხივნალის რეგიონი რომ წაართვა, ნარკომანების ბუდედ, სომეხი ნარკორეალიზატორების სამოთხედ აქცია, რას ელოდა გავრილოვი, საინტერესოა?! ახლახანს ცოლს ოფიციალურად დაშორდა და, ეტყობა, გულის გადასაყოლებლად საქართველოში წავიდა“, - წერს სოციალურ ქსელში ანდრეი გლუხინი.
"რუსმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში სკანდალი გამოიწვია. გარდა იმისა, რომ სერგეი გავრილოვი საქართველოში ჩავიდა, რატომღაც საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდა, რასაც პროტესტი მოჰყვა“ - აღნიშნავს აზერბაიჯანული გამოცემა.
„საღამოს „მიმინოს“ ჩაუსხედით და მოეშვებით“ - წერს სოციალურ ქსელში ტატიანა ლესტოჩკინა.
(პრაიმტაიმი)