რეზონანსი
22.06.2019

 სამშენებლო კომპანია "ჰორიზონ ბათუმი", ეხმაურება რა რუსი დეპუტატის სტუმრობით გამოწვეულ კრიზისსა და პუტინის მიერ ინიცირებულ სანქციებს, ორიგინალური ინიციატივით გამოდის. ჰეშტეგით  #რუსეთიოკუპანტია, იგი თავის ფეისბუქ გვერდზე ბინების გაყიდვის ახალ მოთხოვნებს აანონსებს, კერძოდ ნებისმიერმს უცხოელმა ბინას ვერ შეიძენს, თუ  ხელმოწერით არ დაადასტურებს საქართველოს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

სრულად განცხადება ასე გამოიყურება:

"აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! 🇬🇪

Horizons Batumi-ს კომპლექსში არსებულ ბინას ვერ შეიძენს ვერცერთი ქვეყნის მოქალაქე, თუ ხელმოწერით არ დაადასტურებს ჩვენს კონტრაქტში გათვალისწინებულ პუნქტს, რომელიც გულისხმობს, რომ მხარეები აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთსა და სამაჩაბლოს მიიჩნევენ საქართველოს ტერიტორიად!

 #რუსეთიოკუპანტია"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×