რეზონანსი
20.06.2019

 (რეზონანსი) სერგეი გავრილოვმა და რუსმა დეპუტატებმა საქართველოს ტერიტორია დატოვეს. ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკვე გაემგზავრნენ.

მანამდე სასტუმრო "რედისონიდან" რუსეთის დელეგაციის გამოსვლას ხმაურიანი შეძახილები მოჰყვა, რუსი დეპუტატების მიმართულებით ისროლეს წყლის ბოთლებიც.

ამის პარალელურად კი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია იმართება სახელწოდებით "სირცხვილია".

პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×