რეზონანსი
20.06.2019

 (რეზონანსი) რუსი დეპუტატების მასპინძელი მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეა წელს საქართველოს ბიუჯეტს 30 270 ლარი დაუჯდა, შარშან - 30 770 ლარი. ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

მართლმადიდებლური ასამბლეა რუსული კომუნისტური პარტიის წევრს, სერგეი გავრილოვს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა.

დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა ქართველ დეპუტატებს რუსულად მიმართა და ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

რუსი დეპუტატის ქცევა „ევროპული საქართველოს" წევრებმა გააპროტესტეს და მათ სპიკერატის ადგილი დაიკავეს.

გავრილოვის ქმედებას ქვეყანაში საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×