რეზონანსი
20.06.2019

 (რეზონანსი) პარლამენტის შენობის ეზოში 4 ყვითელი ავტობუსით სამართალდამცველები მიიყვანეს. შენობის ეზოში პოლიციელები მანამდეც იყვნენ მობილიზებული.

ამ დროისთვის ეზოში სავარაუდოდ 200-მდე პოლიციელია. თვითონ პარლამენტში კი ვითარება მშვიდია. შენობაში მხოლოდ დეპუტატები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები არიან. სხდომათა დარბაზში კი კვლავ რჩებიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები.

პარლამენტის შენობის წინ კი სამოქალაქო აქცია მიმდინარეობს.

სასტუმრო "რედისონი" ცოტა ხნის წინ ხმაურისა და შეძახილების ფონზე დატოვა სერგეი გავრილოვმა და რუსეთის დელეგაციამ.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, თბილისში მყოფი რუსეთის დელეგაცია საქართველოს დატოვებს.

დღეს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×