(რეზონანსი) უნდა აღვადგინოთ ღირსება, რომელიც შეგვილახეს - ეს განცხადება ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელმა დავით ქაცარავამ გააკეთა.
"ჩვენ უნდა დავდგეთ და ვიბრძოლოთ. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ღირსება, რომელიც შეგვილახეს. პარლამენტის შენობის თავზე უნდა აღმართულიყო რუსეთის დროშა და გაჟღერებულიყო მათი ჰიმნი. ბრძოლას აქვს აზრი, ძალა ერთობაშია, ყველა იმ დეპუტატმა, ვინც გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დასვა, ბოდიში უნდა მოიხადოს." - განაცხადა ქაცარავა.
ქაცარავა აკრიტიკებს სამართალდამცავების ქმედებას, რადგან რუსი დეპუტატების დაცვის მიზნით აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
„თქვენ ხელით შეეხეთ ქართველ მშვიდობიან ახალგაზრდებს. სირცხვილი პოლიციელებო! იცით, როგორ პატივს გცემდნენ თქვენ. იცით, როგორ მიყვარხართ, მაგრამ დღეს ეს იყო სამარცხვინო საქციელი. დღეს, პოლონეთში, საქართველოს ელჩი გადადგა, გადადგა ამის გამო, რომ აი, აქ, რუსი ოკუპანტი იჯდა, ტუ არ დასტურდება, სირცხვილი, გააკეთოს, მოვუწოდებ," - განაცხადა ქაცარავამ.