რეზონანსი
20.06.2019

 (რეზონანსი) პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში რჩებიან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები და „ნაციონალური მოძრაობის" რიგითი წარმომადგენლები, რომლებიც პარლამენტის წევრები არ არიან.

მათი განცხადებით, სხდომათა დარბაზს არ დატოვებენ მანამ, ვიდრე თანამდებობიდან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გადადგება.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრების აზრით, სწორედ ირაკლი კობახიძეა პასუხისმგებელი იმ სირცხვილზე, რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოხდა, როცა ფორუმს რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.

სხდომათა დარბაზის სპიკერატში გადმოფენილია საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე გამოკრულია გიორგი ანწუხელიძის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის და იმ მეომრების სურათები, ვინც რუსულ ოკუპაციას ემსხვერპლნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×