რეზონანსი
20.06.2019

 (რეზონანსი) რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ალექსეი ჩაპა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე საუბრობს.

„პრაიმტაიმის" კითხვაზე, აღიარებს თუ არა ის რუსეთის მიერ ოკუპაციას, ალექსეი ჩაპასგან ასეთი პასუხი მივიღეთ:

„საქართველოს ოკუპაცია ვის მიერ? ნუ მაცინებთ. ვერ ვხვდები რა ოკუპაციაზე მელაპარაკებით. სად არის ოკუპაცია?" - განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად რუსი დეპუტატებიც არიან ჩამოსულები.

ალექსეი ჩაპა რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. იგი აქტიურად გამოდის რუსეთიდან 2006 წელს მასიურად გამოძევებული ქართველებისთვის კომპენსაციის გადახდის წინააღმდეგ. ალექსეი ჩეპა ასევე აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ოკუპირებულ დონბასში რუსული პასპორტების დარიგებას და უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის თემებზე ერთ-ერთი მთავარი სპიკერია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×