რეზონანსი
19.06.2019

 (რეზონანსი) ბორჯომში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი „მესხეთის თეატრის“ 75 წლის მსახიობი გალინა ხვიჩიაა. ინფორმაციას ამის 

შესახებ "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

გალინა ხვიჩია ბორჯომში, დასასვენებლად, თეატრის მსახიობთან ვაჟა ნიკოლაშვილთან და მის შვილიშვილებთან ერთად იმყოფებოდა.

„ვაჟას შვილიშვილები წაუყვანია სასეირნოდ და ეს ამბები მომხდარა, მეც ვაზუსტებ რაღაცეებს, სხვა დეტალები არ ვიცი“, – გვითხრა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლია სულუაშვილმა.

ბორჯომში შემთხვევა, დღეს 19 ივნისს, დილით მოხდა. „გოლფის“ მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მსახიობსა და ორ მცირეწლოვანს დაეჯახა. ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×