„თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ უკანონო დაჯგუფებების შექმნის ინიციატორმა ლევან ვასაძემ დღეს მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა. თუ „თბილისი პრაიდი“ მაინც ჩატარდება ვასაძე პოლიციის კორდონის გარღვევით იმუქრება:
"ჩემს ძმებს, ქართველ კაცებს ვეუბნები, მოდი წავიდეთ ამ ხიფათზე, მივიდეთ იქ შიშველი ხელებით, იმიტომ, რომ დავშალოთ და გავათრიოთ ეს იდიოტები იქიდან, მაგრამ თუ თქვენ ამის შედეგად შეცვლით თქვენს გადაწყვეტილებას და დაიცავთ პრაიდს, ჩაატარებინებთ და შეგვდგებით ჩვენ, არ გვეშინია. თუ ამას იზამთ, მერე თქვენ თავს დააბრალეთ, იმიტომ რომ ვერც მე და ვერავინ ვერ გააკონტროლებს ამ ქალაქში რა მოხდება. მე არ ვიცი ხალხი კანცელარიას მოადგება, პარლამენტს თუ ბიძინას შუშის სასახლეს, მე ვიხსნი ყველა პასუხისმგებლობას, ამიტომ არის ეს თქვენი სულ ბოლო შანსი. იმდენი ხალხი გვყავს, რომ არც ვიცით რა ვუყოთ, ერთი ღილაკის დაჭერით მოვალთ იქ, რამდენიმე ათასი მოტივირებული მამაკაცი წესრიგის დასაცავად, იქვე დავლაგდებით დავიყოფით ჯგუფებად და ისე გაგირღვევთ, კორდონებს როგორც დაგიბარებია“ - აღნიშნა ვასაძემ მიმართვაში.