რეზონანსი
19.06.2019

 (რეზონანსი) კომპანია „თელასის" ცნობით, დიდი დიღმის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდა.

"ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა სს „თელასის“ დიდი დიღმის ელექტროქსელის ნაწილი.

ამის გამო ელექტრომომარაგება შეეზღუდათ პეტრე იბერის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სს „თელასის“ ტექნიკური სამსახური აწარმოებს სამუშაოებს დაზიანების აღმოსაფხვრელად. ელექტრომომარაგება სავარაუდოდ 19 ივნისის 17:00 საათზე აღდგება. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო" - აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×