რეზონანსი
19.06.2019

 (რეზონანსი) ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების თქმით, „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა გზის გვერდზე, რამდენიმემეტრიან არხში გადავარდა. ინფორმაციას tv9news.ge ავრცელებს.

დაშავებული ორი მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. შსს-მ გამოძიება სისლხის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×