რეზონანსი
19.06.2019

 (რეზონანსი) წალენჯიხაში ცანავების საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა, ამ დროს გოგუცა ცანავა შვილთან ერთად სახლის პირველ სართულზე იმყოფებოდა. მეხის დაცემამ სახლი სრულიად გაანადგურა. 

„ბეწვზე არიან გადარჩენილები, იმ მომენტისთვის ქალბატონი გოგუცა შვილთან ერთად სახლში იმყოფებოდა, მეორე ვაჟი სახლში არ იყო. ამოვარდა საშინელი ქარი, შემდეგ იყო საშინელი მეხის ხმა, ეს ყველაფერი 5 წუთის განმავლობაში გაგრძელდა... სახლი დაახლოებით 50 წლის წინ აშენდა, მეხმა მთლიანად მოანგრია საყრდენი კედელი. ახლა სამსულიანი ოჯახი ერთ ოთახში დამხმარე ნაგებობაში ცხოვრობს“, - აცხადებს "პრაიმტაიმთან" სოფლის რწმუნებული ვახტან კვირკველია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×