რეზონანსი
19.06.2019

 (რეზონანსი) ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა. მიმართვაში მან ევროპის ელჩებს მიმართა და მოსთხოვა წავიდნენ და ევროპას მიხედონ, რომელიც თავზე ენგრევათ.

„ჩვენო ძვირფასო მეორეხარისხოვანი ევროპის ელჩებო, რომლებიც ასრულებთ თქვენი ამერიკელი პატრონების დავალებას - დაგვანებეთ თავი იმიტომ, რომ გენგრევათ თავზე ევროპა. წადით და მიხედეთ მას. ჩემმა მტერმა იარა თქვენი გზით, რომლითაც თქვენ დადიხართ ბოლო 30-40 წელია. როდესაც დაუბრუნდებით ნამდვილ ევროპულ ღირებულებებს, რომლებიც არის პეტრესი და პავლესი, რომლებმაც შექმნეს ის ევროპა, მაშინ შეგვეხმიანეთ. მანამდე გეშინოდეთ ევროპის იდენტობის დაკარგვისა, დაახლოებით 20-30 წლის მერე, თუ რამეს რადიკალურად არ შეცვლით“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×