რეზონანსი
19.06.2019

 ფსიქიატრიული დაწესებულების ექიმი, რომლის გულგრილობას მკვლელობა მოჰყვა, დაკავებულია. საქმე ეხება 10 თებერვალს რუსთავში მომხდარ შემთხვევას, როდესაც ფსიქიკური აშლილობის დროს მამაკაცმა 12 წლის ძმისშვილი მოკლა.

ერთი დღით ადრე კი ბრალდებულმა დასახმარებლად სამედიცინო დაწესებულებას მიმართა, მაგრამ ექიმმა მას დახმარება არ გაუწია და კლინიკა დაატოვებინა.

საქმეში არსებული მასალებით კი ირკვევა, რომ მამაკაცს ეპილეფსიური ფსიქოზი აღენიშნებოდა და არსებობდა რისკი, რომ მას მიეყენებინა ზიანი როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სხვისთვის.

გამოძიება ექიმს სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას ედავება. მას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. მოკლული მოზარდის ოჯახი ექიმს მის დაკავებამდეც ადანაშაულებდნენ.

"მარტო ეგ კი არა, მაგათი მთავარი ექიმი, ვინც არის, ის უნდა დააკავონ. ერთი წამალიც რომ მიეცათ, იმას ეშველებოდა", - აცხადებენ ოჯახში.

დაკავებული ექიმის ადვოკატის თქმით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს, რადგან არ მიიჩნევს, რომ რაიმე შეცდომა დაუშვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×