რეზონანსი
18.06.2019

ლევან ვასაძის თანამოაზრე ლევან ჩაჩუა ამბობს, რომ თბილისი პრაიდი "30 ვერცხლის გამო მაინც ცდილობს, რომ ქვეყანაში მოახდინოს ესკალაცია და დაპირისპირება". შესაბამისად, მათ ე.წ. ღირსების მარშის გამართვის საშუალებას არ მისცემენ.

„ვერანაირ ღონისძიებას პრაიდის ფარგლებში მშვიდად ვერ ჩაატარებენ და ამას ვპირდებით. გუშინ შსს-ში მკითხეს კომბლებზე, სად არის საწყობიო და ვუთხარი, რომ სხვენში არის კომბლესთან. რომელს ხედავთ აქ კომბლით?! არ ჩავატარებინებთ, ნახავთ როგორც. პოლიციის კორდონი არ გაირღვევა, ისე არ ჩავატარებინებთ, არც დაგვჭირდება გარღვევა. საზოგადოება ისე არის მობილიზებული და ერთსულოვანი, რომ ყველანაირად შევეცდებით, არ ჩავატარებინოთ. პრაიდი ვიცი მე ლომების და არა ქათმების”, - განაცხადა ლევან ჩაჩუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×