რეზონანსი
18.06.2019

 შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძღოლების ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმება დაიწყო. საპატრულო პოლიციელს, გონივრული ეჭვის საფუძველზე, ნებისმიერი მძღოლის ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმების უფლება აქვს.

პროცედურა სულ სამწამიანია. 3-წამიანი პროცედურის შემდეგ, აპარატს 4-დან 8 წუთამდე სჭირდება იმის საჩვენებლად, აქვს თუ არა მოქალაქეს ბოლო 8 საათის განმავლობაში მიღებული რომელიმე ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.

გერმანული ფირმის ტესტერს შეუძლია აღმოაჩინოს ამფეტამინისა და მეტამფეტამინის ჯგუფის ნარკოტიკი. ასევე მარიხუანის, ჰაშიშის, ექსტაზის, კოკაინისა და  6-მდე ოპიატის თრობა. 

მედიკოსების მტკიცებით, თრობის მდგომარეობაში ავტომობილის მართვა მაღალი რისკის შემცველია, როგორც თავად მძღოლისთვის, ისე მოქალაქეებისთვის. 

ალკოჰოლური თრობისგან განსხვავებით, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა. 275-ე და 276-ე მუხლების ახალი რედაქციით კანონდარღვევა ჯარიმას ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×