რეზონანსი
18.06.2019

  სტამბოლში მომხდარ სისხლიან გარჩევასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო ახალ ინფორმაციას ავრცელებს. დიპლომატიური უწყების ცნობით, საქართველოს სამი მოქალაქე ე.წ. ფოსტის შენობაში, სავარაუდოდ, ძარცვის მიზნით შეიჭრა. 

რუსეთის მოქალაქეებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღით 56 წლის თენგიზ ფხაკაძეს სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში მიაყენეს.

გამოძიება ამ დროისთვის კიდევ ორ ქართველს ეძებს. რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეს, ადგილობრივი მედიის ნაწილი მის გარდაცვალებას არ ადასტურებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×