რეზონანსი
18.06.2019

 საქართველოში 200 ათასზე მეტი მომხმარებელი არალეგალურად იღებს სატელევიზიო არხებს. კომპანია "სილქნეტის" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, არალეგალური ბიზნესის ყოველთვიური ბრუნვა მილიონ დოლარზე მეტია, ხოლო აპარატურის დამონტაჟებაში უკვე გადახდილია 10 მილიონი აშშ დოლარი. 

რუსული სატელიტური არხების საყურებლად მომხმარებელი არალიცენზირებულ პირებს 50 დოლარს უხდის, ყოველთვიური სააბონენტო კი 5 დოლარს შეადგენს. "სილქნეტში" მიაჩნიათ, რომ ეს არალეგალური ბიზნესი, ერთი მხრივ, ზარალს აყენებს ადგილობრივ კომპანიებს, რომლებიც  მილიონობით ლარს იხდიან. მეორე მხრივ კი, კონტენტის აბსოლუტურად უკონტროლოდ გავრცელება ხელს უწყობს ქვეყნის პოლიტიკური კურსის საზიანო პროპაგანდას.

"სილქნეტი" აცხადებს, რომ საჭირო ინფორმაცია სრულად მიაწოდა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას. თავად კომპანია არალეგალურ სატელევიზიო კონტენტს ახალი სატელიტური ტელევიზიითა და სპეციალური შეთავაზებებით შეებრძოლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×