ბიზნესმენი ლევან ვასაძე ვერის ბაღში მხარდამჭერებს მიმართავს. მისი განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ მისი ფიზიკური განადგურება იგეგმება.
,,მაქვს ინფორმაცია, რომ ჩემი ფიზიკური განადგურება იგეგმება, თუმცა წინასწარ ვაცხადებ, თუ ეს მოხდება, ეს არ იქნება ხელისუფლების ბრალი", აცხადებს ლევან ვასაძე.
ვასაძემ ასევე მიმართა ჟურნალისტებს, რომლებიც აქტიურად აშუქებენ მის განცხადებებს.
„ჟურნალისტებს მინდა მივმართო, ნუ მაწამებთ, პროვოკაციული ტექსტებით", - დასძინა ვასაძემ.
16 ივნისს, ლევან ვასაძემ ძალადობრივი მოწოდებები გაავრცელა. ის ლგბტქ აქტივისტებს ყურის აწევით და ქამრებით შებოჭვით დაემუქრა.
შსს-მ ლევან ვასაძის განცხადების შემდეგ გამოძიება დაიწყო. დაკითხვაზე დაიბარეს აქციის ორგანიზატორები.
შსს-ს განცხადების შემდეგ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ქუჩებში დაანონსებული პატრულირება გააუქმა.