რეზონანსი
18.06.2019

  დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრის პოსტს 2012 წლიდან, მას შემდეგ იკავებდა, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" გუნდი მოვიდა. ის აღნიშნულ თანამდებობაზე 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა.

 

მანამდე სერგეენკო იყო საჩხერის საავადმყოფოს გენერალური დირექტორი.

 

სერგეენკოს მინისტრობის პერიოდის ძირითადი რეფორმები საყოველთაო დაზღვევას და C ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამას ეხება.

 

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა კვლევების თანახმად, დავით სერგეენკოსპერსონა რეიტინგებში ძირითადად მოწინავე ადგილებს იკავებდა.

 

მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, დღეიდან ის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იქნება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×