ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საკუთარი შეხედულება გამოაქვეყნა ბოოლო დღეებში არსებულ დაპირისპირებაზე:
“მოწმენდილ ცაზე ვასაძისგან კეთდება პონტი, თავისი მთავრობის წამქეზებლური და დანაშაულებრივი ნეიტრალიტეტით, მედია ისტერიკით, ეკლესიის მობილიზაციით და ბნელი მარგინალების გაერთიანებით.
რა ვიცი, დაფიქრებადაც თუ არ ღირს, რა როლი გვაქვს ჩვენ ამ ყველაფერში, კი ბატონო, ნუ დავფიქრდებით. ისე, მოცალეობის ჟამს, გადახედეთ ფბ-ს და მედიას და ვინაა ნარატივის მთავარი ვისთვის ანტი ვისთვის გმირი, გამოთვალეთ”, – დაწერა “ფეისბუქის” პირად გვერდზე გვარამიამ.
მისი განცხადება “ტაბულას” დამფუძნებელმა, ტელეწამყვანმა, ჟურნალისტმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ასე შეაფასა:
“ეს 9 ნომერი ფარისეველი ქაჯი. ბადრი პატარკაციშვილის “იმედზე” უარესია რასაც დღეს “რუსთავი 2″ აკეთებს. ერთადერთი, გავლენა აქვს ნაკლები და ეს კარგია!”, – წერს ჩერგოლეიშვილი.