რეზონანსი
18.06.2019

 ქუთაისში საცხოვრებელ ბინაში აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ირკვევა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება. ოჯახის ახლობელი ჰყვება, რომ აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირი არ გამხდარა და სავარაუდოდ, ცეცხლის წაკიდება მიზანმიმართულად მოხდა.  

ძლიერი აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ, ქონებრივი დავა გახდა. მოდავე ნათესავი ბინაში გამთენიისას მივიდა, რასაც ხმაური და აყალმაყალი მოყვა. მეზობლებმა გაიგეს, როგორ ყვიროდნენ, რომ სახლში ბენზინია, რის შემდეგაც აფეთქების ხმა გაისმა.

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი ქუთაისის თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ცენტრშია მოთავსებული. არასრულწლოვანი და კიდევ ერთი დაშავებული კი თბილისში გადმოიყვანეს.

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენამდე სახლიდან ხმაური გამოდიოდა, ცეცხლი კი საწვავს მოეკიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×