რეზონანსი
18.06.2019

 სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. ვაზისუბანში ქარიშხალმა ხე მოგლიჯა, რის გამოც თელავი- გურჯაანის საავტომობილო მაგისტრალზე ავტომობილებით გადაადგილება დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში შეფერხდა.

უამინდობამ სოფელ კალაურში საცხოვრებელ სახლს სახურავი მთლიანად გადახადა. შაშიანში კი სკოლის და საბანკეტო დარბაზის სახურავი ნაწილობრივ დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ქარიშხალს ძლიერი წვიმაც მოჰყვა.

ადგილობრივ მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის აღწერა, რის შემდეგად ქარიშხლისგან დაზიანებულ ობიექტებზე აღდენითი სამუშაოები დაიწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×