რეზონანსი
18.06.2019

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქული მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, სტამბოლში საქართველოსადა რუსეთის მოქალაქეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა, აცხადებენ, რომ თურქეთში საქართველოს კონსული აქტიურ კომუნიკაციაშია თურქ სამართალდამცველებთან. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო უწყებაში განუცხადეს, მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება და დაშავებულთა შესახებ ინფორმაციის დაზუსტება. სხვა დეტალებზე სამინისტროში არ საუბრობენ.

CNN TURK–ის ინფორმაციით, სტამბოლში საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, არის მსხვერპლი. გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე თ.პ. არიან დაჭრილებიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×