რეზონანსი
16.06.2019

( რეზონანსი) "რესპუბლიკური პარტიის" დამფუძნებელი დავით ბერძენიშვილი ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

"იაგო კაჭკაჭიშვილის კარგ სტატუსზე დავწერე ეს ვრცელი კომენტარი. ცალკე პოსტი გამოსულა და იყოს აქაც. მისით ვერც შეიგნებს ვერც ილია მეორე და ვერც სინოდის უმრავლესობა. ჩარჩენილი არიან წარსულში. დრო მათთვის გაჩერებულია, გაჩხერილია. საქართველოს სახელით და პრეტენზიით საუბრობენ უმეცარნი. ილია მეორეს თავი გრიგოლ ხანძთელი ჰგონია. ცვლილებების დროა - "ერთგვარი" დაგვიანებით. ფაქტიურად ახლაც შეზრდილები არიან სახელმწიფოსთან, ხელისუფლებასთან. ეტიც- პოლიტიკასთან. ქართული პოლიტიკა (ოპოზიციურიც) უნდა აიძულოს საზოგადოებამ, (ახალგაზრდებმა პირველ რიგში) რომ გათავისუფლდეს ეკლესიის მარწუხებისგან, ქლესაობისგან.

იძულებული ვარ, პირდაპირ ვთქვა-სიმხდალეს სიფრთხილედ ნუ შემოგვასაღებთ. ერთი-ორჯერ უნდა გქონდეს მკვეთრი პოზიცია გამოხატული, დაცული, რომ ვინმემ სიფრთხილედ ჩაგითვალოს მესამეჯერ დუმილი. ქართულ პოლიტიკას შეუძლია საპატრიარქოს, მმკ- ს, ზომბირებული აგრესიული და უცოდინარი მოძალადეების მოთოკვა, გრიშა ონიანის, ლევან ვასაძის, დიმიტრი ლორთქიფანიძის და ბევრი სხვა ამერიკის მოძულე ნახლებნიკის ალაგმვა. ჩეკისტური ნასუფრალი ყარს.

შუაშისტო პოლიტიკოსებო, არ გამოხვალთ ბუჩქებიდან? ესეც ნაცქოცური არჩევანია? გრიგოლი თუ სალომე, შალვა თუ ლადო არაა ამჟამად არჩევანი... ილია მეორის და მისი ამალის მხილების დროა. უკრაინის ავტოკეფალიაზე პირში წყალი ჩაიგუბეთ... გუშინაც. პრეზიდენტ ტრამპის ტექსტმაც კი ვერ ამოგაღებინათ ხმა. ესაა თქვენი ევროატლანტიკური კრედო? მოგიწევთ მაინც, თუნდაც ენის ბორძიკით ლგბტქ თემაზე საუბარი, საპატრიარქოს და ხელისუფლების მხილებისმაგვარი ლუღლუღი. მიკვირს, ისე, რამდენიმე ჭკვიანი ადამიანი თქვენს შორის ამდენს როგორ ვერ ხვდება? უფრო კი ხვდება, მაგრამ ასე ძნელი რატოა ამის გაბედვა? მართლა არ მესმის", - წერს დავით ბერძენიშვილი ფეისბუქზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×