რეზონანსი
17.06.2019

 (რეზონანსი) გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან ვასაძე მას შემდეგ რაც შსს-მ უკანონო დაჯგუფების ფორმულირებაზე გამოძიება დაიწყო, თბილისის ქუჩებში გუშინ ვერის ბაღის აქციაზე დაანონსებული პატრულირების გადაწყვეტილებას აუქმებს.

"ვენდობით შინაგან საქმეთა მინისტრს რომ ისინი არ დაუშვებენ უმსგავსობის აქციას. მაგრამ ნურავის ნურაფერი შეეშლება, ჩვენი ჯგუფები შედგენილია, მზადყოფნაშია და თუ ვინმე მოგვატყუებს, დაპირებულს შევასრულებთ. ტელეფონზე ერთი ღილაკის დაჭერით გავჩნდებით იქ, სადაც ადამიანები არ დაემორჩილებიან სამინისტროს ამ რეკომენდაციას და მივაბრძანებთ მათ იქიდან", - განაცხადა ვასაძემ.

(ალია)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×