რეზონანსი
17.06.2019

 (რეზონანსი) ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ დავით სერგეენკომ ბიძინა ივანიშილის ნდობის და სიყვარულის რესურსი ამოწურა.

რომან გოცირიძე ჯანდაცვის მინისტრის შესაძლო გადადგომის ფაქტს აფასებს.

გოცირიძის თქმით, არ უნდა ველოდოთ, რომ ამ ნაბიჯით ქვეყანაში რაიმე სიახლეა.

„შვიდი წლის განმავლობაში საქართველოში შეიცვალა 62 მინისტრი. აქედან ორი ადამიანი იყო ხელშუხებელი და როგორც ბატონი ბიძინა იტყოდა განსაკუთრებით საყვარელი. როგორც ჩანს ამ სიყვარულის რესურსი ამოწურა და ბატონი სერგეენკო მიდის. შესაბამისად თუ იყო ორი ახლა დარჩა ერთი და ალბათ უნდა ველოდოთ ვინმე ერთის გადადგომასაც," - განაცხადა გოცირიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×