(რეზონანსი) მალხაზ მაჩალიკაშვილი საზოგადოებრივ კოლეჯ „კავკასიონს" ესტუმრა და სტუდენტებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისი თქმით, სწორედ ამ კოლეჯში სწავლობდა მისი შვილი, თემირლან მაჩალიკაშვილი.
მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს და ამ მიზნით მეოთხე დღეა, ხელმოწერებს აგროვებს. ხელმოწერების შეგროვებაში დახმარება მან სტუდენტებს სთხოვა.
"თემირლანი ამ კოლეჯში სწავლობდა აქ აიღო დიპლომი, რითიც იყო ძალიან კმაყოფილი. ზუსტად იმ დიპლომით, რომელიც თემირლანის საძინებელში იდო, მკვლელობის მერე, სწორედ ამ დიპლომით გაიგეს იმ მხეცებმა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს. იქამდე არ იცოდნენ, ვის ესროლეს. შემდეგ სისხლში დაუვარდათ ის დიპლომი.
ივანიშვილის ბოროტ სისტემას ამ დიპლომს თავზე დავახევ და ხელისუფლებას თავზე დავამხობ. რა შესაძლებლობაც მაქვს, იმის ერთი პროცენტიც არ გამომიყენებია ჯერ. ან იტყვიან სახელმწიფო იყო დამნაშავე თემირლანის წინაშე ან ის გიორგობიანი, ის გველი თვითონ იტყვის რომ დიახ, მე გამოვაცხადე თემირლანი ტერორიზმში ეჭვმიტანილად. ეს არ ყოფილა ასე, თემირლანი არ იყო ეჭვმიტანილი. ამას თუ არ გამოაცხადებენ, ამათ ეს ხელისუფლება თავზე დაემხობთ ამის გარანტიას ბოროტ სისტემას ვაძლევ", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.