რეზონანსი
17.06.2019

 (რეზონანსი) მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი მამაკაც მრევლს მოუწოდებს, ლევან ვასაძეს შეურთდნენ.

„მოგმართავთ ჩემს სამწყსოს, კერძოდ კაცებს, ვისთვისაც ღმერთი, სამშობლო და ადამიანის ღირსება წარმოადგენს მთავარ ღირებულებას, შეუერთდეს ლევან ვასაძის წამოწყებულ მოძრაობას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენს ქვეყანაში სოდომისტურ-აღვირახსნილი მოძრაობის ალაგმვას" - ნათქვამია მიმართვაში.

გუშინ, ლევან ვასაძე თავის ორგანიზებულ „ნამდვილი კაცების" აქციაზე, ძალადობრივ მოწოდებები გაავრცელა. მან მხარდამჭერებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.

ამასთან, ლევან ვასაძე ლგბტ პირებს ხელების ქამრით შეკვირთა და ყურის აწევით დაემუქრა. „პოლიციას თუ არ ეყოფა ჭკუა და კორდონს ჩადგამს მათსა და თბილისი პრაიდის მონაწილეებს შორის, მაშინ მხარდამჭერებთან ერთად მას კომბლებით შეიარაღებული გაარღვევს", - განაცხადა ვასაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×