რეზონანსი
17.06.2019

 მარნეულში ერთ-ერთი კაზინოდან დედის მიერ შვილის გამოყვანის მცდელობას დაპირისპირება დაცვის თანამშრომელთან მოჰყვა. დაპირისპირების დროს ქალი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ახალგაზრდა მამაკაცი და დედა კი მოგვიანებით პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

ადგილობრივების განცხადებით, მსგავსი შემთხვევები მარნეულში ხშირია და მოსახლეობა ქალაქში კაზინოების ფუნქციონირების წინააღმდეგია.

საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×