რეზონანსი
17.06.2019

 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე დავით სერგენკოს ეკატერინე ტიკარაძე შეცვლის. 

საკადრო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილებას პრემიერ მინისტრი სავარაუდოდ დღეს გამოაცხადებს.

ეკა ტიკარაძე კომპანია „დოსტაქარის“ აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ, რომლის შემადგენლობნაში შედის საჩერის მულტიფუნქციური საავადმყოფო. 

საჩხერის საავადმყოფოს მმართველის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძე 2015 წელს პირადად დავით სერგენკომ წარადგინა, თუმცა აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში ის 2009 წლიდან მუშაობდა. მანამდე კი სწავლობდა უცხოეთში და საქმიანობდა გერმანიის ერთ-ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში.

რაც შეეხება დავით სერგენკოს, როგორც ცნობილია, ის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე 2012 წელს დაინიშნა და 7 წლის განმავლობაში თანამდებობას უცვლელად ინარჩუნებდა. ერთ-ერთი ვერსიით, სერგენკო მუშაობას პრემიერ მინისტრის მრჩეველის პოსტზე გააგრძელებს.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×