რეზონანსი
17.06.2019

 ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პოსტს, სავარაუდოდ, ხვალ დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას "კურიერი" ავრცელებს. საქართველოში დაბრუნებული პრემიერი, მამუკა ბახტაძე დავით სერგეენკოს აშშ - დან დაბრუნების შემდეგ შეხვდა. შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციაში, გადადგომის დეტალები განიხილეს. 

დავით სერგეენკოს გადადგომას წინ უძღვოდა საკადრო ცვლილებები ჯანდაცვის სამინისტროში, მინისტრის პირველ მოადგილედ ესტონეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, თეა ახვლედიანი დაინიშნა. 

ვინ შეცვლის დავით სერგეენკოს ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე უცნობია. არაოფიციალური ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე საჩხერის კლინიკის დირექტორის ეკატერინე ტიკარაძის კანდიდატურა განიხილება, თუმცა ამ ინფორმაციას არც პირად საუბრებში და არც ოფიციალური კომენტარის დროს, მმართველი გუნდის წევრები არ ადასტურებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×