რეზონანსი
16.06.2019

 (რეზონანსი) 7 ივნისს ცივი იარაღით დაჭრილი 18 წლის ლუკა ფაცურიას დედა ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებას სთხოვს. მისი თქმით, შვილის მდგომარეობა კრიტიკულია და მას გადაუდებელი ოპერაციის ჩასატარებლად საზღვარგარეთ გადაყვანა ესაჭიროება.

დასავლეთის რეგიონალური ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორის ცოტნე სამადაშვილის თქმით, პაციენტს პირველადი ოპერაციები ლანჩხუთში ჩაუტარდა, შემდეგ მოხდა მისი გადმოყვანა ქუთაისში.

ექიმებმა პაციენტის მშობლებს მისცეს არჩევანის საშუალება - ან გადაეყვანათ დაჭრილი რომელიმე სხვა კლინიკაში, ან მას ადგილზე ჩატარებოდა საჭიროების მიხედვით რამდენიმე განმეორებითი ოპერაცია.

გადაწყვეტილების მისაღებად მშობლებს მხოლოდ რამდენიმე საათი აქვთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×