რეზონანსი
16.06.2019

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბორჯომში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და რეგიონის განვითარების შესაძლებლობასა და პოტენციალზე ესაუბრა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ბოლო ექვს თვეში რამდენიმე რეგიონს ესტუმრა, მათ შორის გუშინ ეწვია აბასთუმანს, სადაც სრული აღმშენებლობა მიმდინარეობს, ეს კი მთლიანი რეგიონის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი ეტაპია.

უმუშევრობის პრობლემაზე და პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე საუბრისას კი აღნიშნა, რომ დღეს გარკვეული პროფესიის სპეციალისტების ნაკლებობაა, რაც თავისთავად პრობლემას წარმოადგენს.

„დღეს უმუშევრობის ძალიან მაღალი დონეა ქვეყანაში, მეორე მხრივ, ძალიან ბევრგან ვერ ვპოულობთ საჭირო სპეციალისტებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას სჭირდება და კადრები უცხოეთიდან შემოდიან, ეს უნდა დავაბალანსოთ. ნაწილობრივ ეს ხელისუფლების გასაკეთებელია, რათა უფრო კარგად დაგეგმოს და მოსახლეობას წინასწარ უთხრას ეკონომიკის პრიორიტეტები, სად რა მუშახელი დასჭირდება, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა. პრობლემა დღეს ხელოსნების ნაკლებობაა, რომელიც სჭირდება ქვეყნის განვითარებას",- აღნიშნა პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×