რეზონანსი
16.06.2019

 (რეზონანსი) სასამართლომ "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამართული კონტრაქციის მონაწილე ყველა დაკავებული გაათავისუფლა. 3 მათგანს 1000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, დანარჩენების მიმართ გასატარებელი სანქციის შესახებ სასამართლო მომდევნო კვირას იმსჯელებს.

ერთ-ერთი დაკავებული, გიორგი ოძელაშვილი, აცხადებს, რომ მის მიმართ პოლიციამ არაადამიანური ზომები გამოიყენა. მისი განცხადებით, წინასწარი დაკავების იზოლატროში მას არ აძლევდნენ ტელეფონზე დარეკვის საშუალებას, საკვებს. სასამართლო დარბაზიდან გამოსულ ოძელაშვილს გული წაუვიდა.

"მე ვუთხარი ნატა ფერაძეს, რომელიც აყენებდა ეკლესიას შეურაცხყოფას, დედას აგინებდა მღვდლებს, ბოლოს შუა თითს გვაჩვენებდა ყველას, ვუთხარი "ფუ შენს ქალობასთქო" და შევაფურთხე. ამას ვამბობ და ვაღიარებ რაც გავაკეთე და რის გამოც დამიჭირეს მე ვფიქრობდი, მაგრამ სულ სხვა ბრალეულობები წამიყენეს, ვითომ მე პოლიციას შევაგინე ან ვინმეზე ხელით გავიწიე, საერთოდ უზრდელი სიტყვა არ მითქვია," - აცხადებს ერთ-ერთი ბრალდებული.

კონტარქციის ორგანოზატორები კი აცხადებენ, რომ დღეს ჯერ სამებაში, ილოცებენ, საღამოს 08:00 საათისთვის კი ვერის ბაღში შეიკრიბებიან. ორგანიზატორები იქ მისვლას მხოლოდ მამაკაცებს ურჩევენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×