რეზონანსი
16.06.2019

 (რეზონანსი) მომღერალ ზურა ხაჩიძის ხელფასი მის მიერ დასახელებულ თანხაზე ორჯერ მეტია

სამცხე-ჯავახეთი გუბერნატორის, ბესიკ ამირანაშვილის გუნდის ახალმა წევრმა, მოადგილედ დანიშვნის დღესვე მედიასთან განაცხადა, რომ მისი ხელფასი 1 500 ლარს არ სცდება.

"ჩემი საქმიანობით უფრო მეტი ანაზღაურება მქონდა. ხელფასი არ სცდება 1 500 ლარს. ძალიან რთული იყო ამ სამსახურში წამოვსულიყავი, რომ არა ამ რეგიონის სიყვარული", - უთხრა ზურა ხაჩიძემ ჟურნალისტებს.

რწმუნებულებისა და მათი ადმინისტრაციის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობა, მთავრობის დადგენილებით რეგულირდება.

ამ დადგენილების მიხედვით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურების შესახებ მთავრობამ დადგენილება 2019 წლის 28 მაისს მიიღო. დოკუმენტის მიხედვით, გუბერნატოეის ხელფასი თვეში - 5 900 ლარია, პირველი მოადგილის - 3 000 ლარი, ხოლო მოადგილეების თანამდებობრივი სარგო თვეში - 2 900, წელიწადში კი - 34 800 ლარი.

წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×