რეზონანსი
15.06.2019

 (რეზონანსი) ცნობილი ხდება 3 მაისს ყანდაურაში მომხადრი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები. პრაიმტაიმის ინფორმაციით, დანაშაულის იარაღზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის დნმ არ აღმოჩნდა.

შესაბამისი ექსპერტიზის შედეგები მხარეებს უკვე გადაეცათ. ექსპერტიზის დასკვნით, იარაღზე, რომლითაც ოთხი ადამიანი ადგილზე მოკლეს, მეხუთე კი მიყენებული ჭრილობებით რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, სხვა პირის დნმ ფიქსირდება.

თუ ვისი დნმია დანაშაულის იარაღზე აღმოჩენილი, ეს ამ დროისთვის უცნობია. ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ კეთდება საგამოძიებო ორგანოში.  

„გამოძიების მსვლელობაში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ ადგილზე სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა. შემთხვევის ადგილიდან კი ამ ეტაპზე ამოღებულია მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი. ამ გარემოებამ გამოძიებას დამატებით ახალი მიმართულება მისცა, რომლის ფარგლებშიც ინტენსიურად მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, - განუცხადეს „პრაიმტაიმს“ შსს-ში.

წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×