რეზონანსი
15.06.2019

 (რეზონანსი) უბედური შემთხვევა მოხდა გორის მუნიციპალიტეტში. სოფელ სობისში კაცმა მანქანის მობრუნებისას შემთხვევით საკუთარ შვილს გადაუარა.

2-წლამდე ბავშვმა თავის არეში მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც დაიღუპა. ოჯახის მოთხოვნით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბავშვი კლინიკა "გორმედში" გადაიყვანა. თუმცა, ექიმებმა მისი დახმარება ვერ შეძლეს, რადგან შეყვანისას ის უკვე დაღუპული იყო.

ნათესავები კლინიკასთან არიან შეკრებილები. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×