რეზონანსი
15.06.2019

 (რეზონანსი) ძლიერი სეტყვა იყო მარტვილის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში . განადგურებულია ნარგავები, ბოსტნეული, სიმინდი და ვენახი. ძლიერ სეტყვას თან ქარიც ახლდა. უხვმა ნალექმა ზიანი მიაყენა დიდი ჭყონის და სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებზე გაშენებულ თხილნარის პლანტაციებსაც.

შექმნილ ვითარებას ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია გაეცნო. მარტვილის მერიაში შეიქმნა სტიქიის შედეგების დამდგენი კომისია, რომელიც მიყენებულ ზარალს დაითვლის

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×