რეზონანსი
15.06.2019

 (რეზონანსი) უბედური შემთხვევა ქედაში, სოფელ ზესოფელში მოხდა. 76 წლის გერმანელი ტურისტი ველოსიპედიდან გადმოვარდა და დაიღუპა.

ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ველოსიპედით გადაადგილების დროს მამაკაცი დავარდა და სავარაუდოდ თავი ქვას დაარტყა, რამაც ფატალური შედეგი გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ ფაქტზე გამოძოება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

წყარო: "პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×