რეზონანსი
15.06.2019

 რთველის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, გასული წლის მსგავსად, სახელმწიფო ჩასაბარებელი ყურძნის ფასის დადგენაში არ ჩაერევა და 2019 წლის რთველიც სუბსიდირების გარეშე ჩაივლის.

„გასულ წელს, რთველის პროცესში, მეწარმეებმა და მევენახეებმა, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, შეძლეს წარმატებული თანამშროლობა და შეთანხმებების მიღწევა. შესაბამისად, ღვინის ეროვნული სააგენტო 2019 წლის რთველის პროცესშიც ჩაერთვება ორგანიზების, მოსავლის აღრიცხვიანობისა და მოკვლევის კუთხით.

მიმდინარე წელს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ქართული ღვინის ხარისხის კონტროლზე, რადგან ქართული ღვინო გახდეს კონკურენტუნარიანი, ხარისხის გაუმჯობესების პროცესი იყოს შეუქცევადი და ქართულმა ღვინომ დაიმკვიდროს ადგილი პრემიუმ კლასის სეგმენტში“, – აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×