რეზონანსი
15.06.2019

 სახელმწიფო კანცელარიის ტერიტორია „თბილისი პრაიდის“ წევრებმა პოლიციის კორდონით დატოვეს. კონტრაქციის წევრებმა ისინი შეძახილებით გააცილეს.

გამონაკლისი იყო „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი, რომელმაც ტერიტორია ყვითელი ავტობუსის ნაცვლად, სკუტერით დატოვა.

პარალელურად კი კონტრაქციის წევრებმა სახელმწიფო კანცელარიასთან პოლიციის კორდონი გაარღვიეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათი შეჩერება შეძლეს. კონტრაქციის წევრებმა მაინც სცადეს მათთან ფიზიკურად მიახლოება. დაახლოებით 10 ადამიანი პოლიციამ დაუმორჩილებლობის გამო დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×